რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონის უსაფრთხოებაზე მოახდინოს ზეგავლენა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე მოახდინოს ზეგავლენა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ეს ძალიან რთული პრობლემაა. შეშფოთებულები ვართ იმით, რაც მოხდა. სამწუხაროდ, შეტაკება გრძელდება. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ამან, შესაძლოა, მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე მოახდინოს ზეგავლენა. ახლა ჩვენი ნომერ პირველი მოვალეობაა, საზღვარზე სისხლისღვრა შევაჩეროთ,“- განაცხადა რუდენკომ.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს