„ალდაგის“ ავტოდაზღვევის გათამაშების 10 გამარჯვებული ცნობილია

„ალდაგის“ ავტოდაზღვევის გათამაშების 10 გამარჯვებული ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, გამარჯვებულებმა ალდაგის გათამაშების გვერდზე ავტომობილში გადახდენილი სახალისო ამბები ემოჯიებით გადმოსცეს, შედეგად საუკეთესო ათეულმა „ალდაგის“ ავტოდაზღვევის ერთწლიანი პოლისი მოიგო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გათამაშების დასრულებამდე 20 დღე რჩება. კონკურსის შედეგად, ყოველდღე თითო გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო ვისაც არ გაუმართლებს და ავტოდაზღვევის ერთწლიან პოლისს ვერ მოიგებს, შეუძლია დააზღვიოს ავტომობილი „ალდაგში“ 4 აგვისტომდე და მიიღოს საჩუქარი - 30 დღე უფასოდ, ავტო ოპტიმუმის ერთწლიან პოლისზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს. წესები მარტივია: ეწვიეთ ლინკს, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო საგზაო თავგადასავალი. ალდაგის ჟიური საუკეთესოს ამოარჩევს და შესაძლოა გამარჯვებული თქვენ აღმოჩნდეთ.

ავტო ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები.

ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დიდი ხარჯებისგან დაზღვევა სურს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა