ლონდა თოლორაია - შეიძლება ითქვას, რომ დაკისრებული ფუნქციების მრავალფეროვნებით ჩვენი სამსახური მსოფლიოში ერთადერთია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სტუმრებს სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარუდგინა და უწყების მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მათი ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამსახურის გაძლიერებასა და წინსვლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენ იყავით პირველები, რომლებმაც დაიწყეთ საუბარი საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ჩვენ, სრულად ვაცნობიერებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ვიცით, რომ ყველა უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ დაკისრებული ფუნქციების მრავალფეროვნებით ჩვენი სამსახური მსოფლიოში ერთადერთია. ჩვენ, ერთი მხრივ, ვახორციელებთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს და მეორე მხრივ, ვიძიებთ მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რასაც წევთ სამსახურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის საერთაშორისო ურთიერთობის, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ზუბაშვილმა, ღონისძიების სტუმრებს გასულ წელს სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო როგორც უკვე შესრულებული სამუშაოები, ასევე სამომავლო გეგმები.

„თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და სამსახურის ეფექტიანობისა და გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების პროცესში თანამშრომლობის მხრივ სრული მზაობა გამოთქვეს.

სახელმწიფო ინსპექტორი მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს. შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა