მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს დარღვევების შემთხვევაში, საქმიანობა შეუჩეროს

მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, თუკი საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას შეუჩეროს საქმიანობის უფლება, ვიდრე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ ვერსიაში წარმოდგენილი იყო „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიც, რომლის თანახმადაც, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება ენიჭებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირი რეაგირება მოეხდინა პაციენტის საჩივარზე და სამედიცინო დაწესებულება მოსამართლის ბრძანების გარეშე შეემოწმებინა.

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ პროექტში კი ეს ნორმა ამოღებულია. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების სიხშირეც. კერძოდ, თუკი კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია ასეთ შემოქმებას წელიწადში ერთხელ გულისხმობს, კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, შერჩევითი კონტროლით, განხორციელდება საჭიროებისამებრ, წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.

ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, განახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან, რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას დაიწყებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ იქნება, მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს ანგარიშგება. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მაკონტროლებელ ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის წესდება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა