„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ყვარელში სასტუმრო „მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესის“ მიმდებარე გზატკეცილზე 8 ნომრიანი, დაახლოებით 4 ვარსკვლავის დონის სასტუმრო აშენდა.

სასტუმროს საკუთარი მარანი, სადეგუსტაციო კუთხე და რესტორანი აქვს. სასტუმროში მოგვიანებით საკონფერენციო დარბაზიც მოეწყობა. პროექტის ღირებულებამ ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია 350 000 ლარია. „მეღვინეობა ნეკრესს“ 15 ადამიანი ყავს დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანიამ პატარა სასტუმროს აშენება და მასში მარნისა და რესტორნის განთავსება შეძლო. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სექტორის წახალისებას. „საქართველოს ბანკი“ ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა