ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზე - გვინდა, ერთ კვირაში დასრულებული გვქონდეს საქმის მასალების შესწავლა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხზე ინფორმაციას ფლობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან აქვთ კომუნიკაცია და საკითხს სწავლობენ.

"ჩვენ მასალებს შსს-ში გავეცნობით. გვინდა, რომ დღესვე დავიწყოთ შესწავლა, მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება შსს-თან და იმედი გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესია, დღესვე შეგვეძლება გავეცნოთ მასალებს. ამჟამად 18 ტომი არის საქმეში და გვინდა, ერთ კვირაში მაინც დასრულებული გვქონდეს საქმის მასალების შესწავლა. ვეცდებით, რომ ძალიან მალე დავასრულოთ და შემდეგ ჩვენს მოსაზრებებს საზოგადოებას გავაცნობთ"-განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია ერთ-ერთი პირის მიმართ სავარაუდო იძულების საკითხზე, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო, ომბუდსმენმა განმარტა, რომ ინფორმაციას ფლობს.

"გვაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართეთ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, გვაქვს კომუნიკაცია ინსპექტორთანაც, ვფლობთ გარკვეულ დეტალებს და ჩართული ვართ შესწავლის პროცესში, რამდენად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ინსპექტორის სამსახურის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ და როდესაც უკვე შეფასების გაკეთების საშუალება გვექნება, ამას გავაკეთებთ"-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესში ჩართულმა პირმა მიმართა. მისი თქმით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა