ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფებიან მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე. მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
იხილეთ ვიდეო:გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს