ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობაში 2018 წლიდან განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. კერძოდ, ალიევის განცხადებით, მან 12 ივლისს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ადგილზე პოვნა ვერ მოახერხა.

ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

იხილეთ ვიდეო:ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო