„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც 6000-მდე აბონენტს გაზი გაეთიშა

სამშენებლო კომპანიამ გაზის მილი დააზიანა. 6000-მდე აბონენტს გაზი გაეთიშა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

კომპანიის ცნობით, თბილისში, ისნის რაიონში 6000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა.

„კახეთის გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოებისას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, ს.დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული კვებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,Uნიქუე შტაყ Hოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს და მცირე კომერციულ ობიექტებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი შექმნილი დისკომფორტის გამო.

მათივე თქმით, კომპანიის სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან რათა დროულად მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. აღნიშნულ ქუჩებზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება დღეს 17:00 საათიდან და სრულად დასრულდება დღის ბოლომდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა