დავით კირკიტაძე - მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო

მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, -ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავში მცხოვრებ 250 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა.

დავით კირკიტაძის განცხადებით, არ შეწყდება ბრძოლა იმისთვის რომ ადგილობრივებს ძალიან მალე გადაეცეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

„ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. მინდა მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებსაც სახლები გადაეცემათ და ექნებათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შექმნიან იქ ამხანაგობებს, რაც გააუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს.

მოგეხსენებათ, გვქონდა არაერთი მიმოწერა ეკონომიკისა და შესაბამის სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა მწვავე პროტესტმა ნათია თურნავას მშენებარე სახლთან გადაინაცვლა, მოხდა ამ პრობლემის ფორსირება. მთავრობამ საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება და ეს სახლები ამ ადამიანებს გადაეცემათ.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, იმისთვის რომ ადგილზე მუნიციპალიტეტებმა ან ჩინოვნიკებმა კვლავ არ მოაწყონ მათთვის ჩვეული ობსტრუქცია, არ შექმნან ბარიერები. ეს ადამიანები იმსახურებენ ჰქონდეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ნორმალური ყოფითი პირობები. ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც შევპირდით“, - აცხადებს კირკიტაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს