პიტერ ვიბლერი - კმაყოფილები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროგრესით

USAID საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის და ზოგადად, დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში.

როგორც მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ისინი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტს დიდი ინტერესით აკვირდებიან და იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ძალიან მალე მიიღებს ამ კანონს.

,,დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რამეთუ ის ეხება მონაცემთა დაცვას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ქვეყანაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამაყობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ შევძელით, გაგვეწია ტექნიკური მხარდაჭერა ამ ახალი ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ დასაწყისიდანვე ვთანამშრომლობდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.

მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის და ზოგადად დემოკრატიისათვის მთელს მსოფლიოში, რამეთუ ჩვენ ვცდილობთ, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის პარალელურად ინფორმაციაზე წვდომის უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ კმაყოფილები ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროგრესით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პარლამენტი იხილავს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტს, რასაც დიდი ინტერესით ვაკვირდებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი ძალიან მალე მიიღებს ამ პროგრესულ კანონს”, -აცხადებს პიტერ ვიბლერი.

ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა