ვლადიმირ შკოლნიკოვი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს.

სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსის მრჩევლის, ვლადიმირ შკოლნიკოვის განაცხადებით, აღნიშნული ინსტიტუტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ახალი ინსტიტუტია, რომელმაც შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია და ასევე, შეითავსა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და სხვა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან წარსულში დამოუკიდებელი გამოძიების კუთხით არსებობდა გარკვეული პრობლემები. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაეროში შემავალი სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატირებას უწევდნენ ამ ინსტიტუტის შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. გაერო და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მხარს ვუჭერთ სამსახურის საქმიანობას, რომელიც მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი კომპონენტია და დამატებით ბერკეტს წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეებისათვის მათი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს