ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სამგლოვიარო ცერემონია მადრიდის სამეფო სასახლესთან გაიმართა.

ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის მეფე ფილიპემ და პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. ასევე, საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ევროპელი მაღალჩინოსნები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარზლ მიშელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. ცერემონიას ესწრებოდნენ ესპანეთის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები და ყოფილი პრემიერ-მინიტრები. სულ ღონისძიებაზე 400-მდე სტუმარი იყო მიწვეული.

როგორც ესპანეთის მეფე ფილიპემ გარდაცვლილთა ნათესავებს განუცხადა, ისინი მარტო არ არიან და მათ ტკივილს ყველა ესპანელი იზიარებს.

ესპანეთი კორონავირუსის პანდემიით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. კოვიდ-19-ს ესპანეთში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კორონავირუსით დაინფიცირების 300 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს