ცესკო - ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელს კვლავ არაკეთილსინდისიერად იყენებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია კვლავ დასაქმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ცეკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშნული ფაქტი ცესკოს სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა.

„განვმარტავთ, რომ ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების წინასწარ მოძიებას არასდროს ახორციელებს და მათი შერჩევა ხდება მხოლოდ კონკურსის წესით, კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, შესაბამის პარტიებს აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათ შერჩევასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება, ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვების მიზნით, ცესკოს სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას, ვინაიდან ნებისმიერი სახის მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა