გიორგი რურუას ადვოკატი - მთლად ასეთ უტიფრობას არ ველოდი პროკურორების მხრიდან

მთლად ასეთ უტიფრობას არ ველოდი პროკურორების მხრიდან , - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურორი საკუთარ დასკვნით სიტყვაში შაბლონური ფრაზებით შეეცადა ეთქვა, რომ რურუას მხრიდან დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი.

"ჩვენ მზად ვიყავით ტყუილების მოსასმენად, იმიტომ რომ ბრალდებას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დასკვნით სიტყვაში მოეტყუა. თუკი, აქამდე პოლიციელები იტყუებოდნენ დაკითხვებზე, დღეს უკვე პროკურორის ჯერი დადგა, მას უნდა ეთქვა ტყუილი, ამას უკვე შეგუებული ვიყავით, მაგრამ მთლად ასეთ უტიფრობასაც არ მოველოდით.

მაგალითად, პროკურორი ამტკიცებს, რომ იარაღს მაისურთან მჭიდრო შეხება არ ჰქონდა, მაშინ როცა, მათი ვერსიით, რურუას იარაღი შარვალში ედო, ზემოდან მაისური ეცვა, მაისური ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, რადგან მათი ვერსიით, იარაღის ტარი შარვალზე იყო გადმოსული, ის მანქანაში იჯდა და სავარძელზე მიყუდებული იყო 100-კილოიანი ადამიანი 15 წუთის განმავლობაში. თურმე, ეს მჭიდრო შეხება არ ყოფილა.

რაც შეეხება წამოდგენილ ფარატინა ფურცელს, ჩვენ თავის დროზე გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ანძების ამოღება მოვითხოვეთ, პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობას არ დაეთანხმა. დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ფარატინა ფურცელი იმ ეტაპზე, როცა მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ ხდება. არც ხელმოწერილი არაა და დღევანდელი თარიღით შეცდენილი ექსელის ცხრილია ამობეჭდილი, რაც ნებისმიერ კომპიუტერზე შეიძლება, გააკეთო. ამიტომ ვამბობ, მთლად ასეთ უტიფრობას არ ველოდი პროკურორების მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს