შსს-მ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა