შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე - სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. მისი გამოკითხვა უწყებაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია.

,,სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, გამოძიებას ჩვენთან კითხვები არ ჰქონია. მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობრები მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე. მათ უწყებაში შესვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს