საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს ეხმაურება

სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციიდან აცნობეს, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი ფორმულირებები, რაც შეუსაბამოდ ზრდის მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებებს და მთლიანად სექტორს არსებითი რისკების ქვეშ აყენებს.

„ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, რომ დღეის მდგომარეობითაც კი მარეგულირებელს საკმარისზე მეტი ბერკეტები გააჩნია, რათა კანონდარღვევის შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს რეაგირება, დააკისროს ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი სანქცია ან შეუჩეროს საქმიანობა; აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტით მარეგულირებელი ორგანო აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებით - რიგ შემთხვევებში აუცილებლად ჩათვალოს მის მიერ გაცემული ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე შეაჩეროს ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რაც ჩვენი აზრით დამატებით რეგლამენტირებას საჭიროებს.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში ბიზნესს აწუხებს, ჯარიმების მკვეთრად გაზრდასთან ერთად, ჯარიმის ოდენობის ქვედა ზღვრის დაწესებაა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს ართმევს უფლებას, უმნიშვნელო დარღვევისთვისაც კი, რომლის გამოსწორებაც მყისიერად არის შესაძლებელი და მას რაიმე სახის ზიანი არავისთვის მოუტანია, სამედიცინო დაწესებულებას, საკუთარი შეხედულებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ შეფასებით, განუსაზღვროს დარღვევის ადეკვატური ჯარიმის ოდენობა. უდავოა, რომ სასამართლოს როლი და ჩართულობა ჯანდაცვის სექტორში, მკვეთრად მცირდება და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ უგულებელყოფილია. ყოველივე აღნიშნული კი მნიშვნელოვან დამატებით რისკებს უქმნის სექტორს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მხოლოდ ნეგატიურად აისახება დარგის განვითარებასა და საინვესტიციო პოტენციალზე“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს