საქართველოს უზენაეს სასამართლოში „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ დაარსების თაობაზე მემორანდუმს ხელი მოეწერა

„იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს“ ბენჩ-ბარ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, ადამ შმიდტმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

მათივე ინფორმაციით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ზემოაღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, მართლმსაჯულების სფეროში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, ერთგვაროვანი და განჭვრეტადი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს და განამტკიცებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა