საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი  განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

განახლებული სპორტული მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვცდილობთ, ყველა უბანს ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები. ამ ეტაპზე, მოედანი კიდევ ოთხ მისამართზე განახლდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა