შსს-ში შაქარაშვილის საქმის მოწმის, ლიზი ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ლიზი ნადირაძის გამოკითხვა დასრულდა.

ნადირაძემ შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც ჟურნალისტებს ნადირაძის თანმხლებმა პირმა განუცხადა, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს