ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ბიზნესთან დიალოგი გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს(EUGBC) ორგანიზებით ბიზნესთან დიალოგი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ბიზნესის ჩართულობა რჩება.

„დღეს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებულ პროგრამები გავაცანით. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებული ფინანსური მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება მათი ჩართულობა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებულ პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. დამსწრე საზოგადოება საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიასაც გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამების მიმართულებით განხორციელებული რებრენდინგი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა მიკროგრანტები, ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა, საკრედიტო - საგარანტიო სქემა და სხვ.

" ანტიკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს. მათ შორის, მშენებლობის სექტორს, სოფლის მეურნეობას და სხვ", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა და ხელმძღვანელებმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს