აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თოვუზის რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს, დილის 05:45 საათიდან, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე თოვუზის მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ჩვენი ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმით განადგურებულია 20-მდე სამხედრო მოსამსახურე, ერთი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი რადიოელექტრონული საშუალება, საბრძოლო პოსტები და საყრდენი პუნქტი. ბრძოლის შედეგად, დაღუპულია აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ნაზიმ ისმაილოვი“, - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის უწყებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება თოვუზის რეგიონში 12 ივლისიდან დაიძაბა.