რუსეთის საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებულ განცხადებას ბუნდოვანსა და წინააღმდეგობრივს უწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი მათ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ლონდონის განცხადება 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, არის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

„განცხადება იმდენად ბუნდოვანი და საკამათოა, რომ მისი გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუკი საუბრობ, წარმოადგინე ფაქტებიც. ურთიერთგამომრიცხავია, როცა არანაირ დამადასტურებელ ფაქტებს არ წარმოადგენ, მაგრამ ამასთან შესაძლო საპასუხო ზომებზეა საუბარი“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თითქმის სრული სიზუსტით დაასკვნა, რომ რუსი აქტორები უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელების გზით, 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის დემოკრატიაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა „სრულიად მიუღებელია“. BBC-ის ინფორმაციით, საუბარია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტებზე, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმა Reddit-ზე 2019 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნდა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

რააბის განცხადებით, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დახმარებით დაწყებულია გამოძიება და ლონდონი უფლებას იტოვებს, მსგავს შეტევებს მომავალშიც უპასუხოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა