აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე.

ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით.

„ამავდროულად, სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიყენება, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა