დღეიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, თბილისიდან მატარებელი 10:30 საათზე გავა, რომელიც ბათუმში 15:30-ზე იქნება, ხოლო ბათუმიდან 19:05 საათზე გამოვა და თბილისში კი 00:10-ზე იქნება.

კომპანიის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება,“ - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო