რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 -დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა