აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინგლისური ენის გამოცდას დღეს კლინიკაში მოწყობილ საგამოცდო სივრცეში ჩააბარებს

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინგლისური ენის გამოცდას დღეს კლინიკაში მოწყობილ საგამოცდო სივრცეში ჩააბარებს.

ანა ონიანს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვირუსი დაუდგინდა, "ინტერპრესნიუსი" ესაუბრა. ის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

"გამოცდას დღეს ვაბარებ. მასალა გადავიმეორე და ვცდილობ, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო გამოცდისთვის. ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს დეტალებზე, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება - დამკვირვებლებით. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, მათი თანადგომისა და სიყვარულისთვის და წარმატება ვუსურვო", - განაცხადა ანა ონიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი აბიტურიენტს 7 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ანა ონიანს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ პალატაში მისთვის საგამოცდო პროცესის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო: აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინგლისური ენის გამოცდას დღეს კლინიკაში მოწყობილ საგამოცდო სივრცეში ჩააბარებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს