მეთხილე ფერმერებს რეკომენდაციები გააცნეს

თხილის მოსავლის აღების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აგროკონსულტანტებმა მეთხილე ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარგავებში აგრო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს, იხელმძღვანელონ შემუშავებული სქემის მიხედვით, რათა მოსავლის უდანაკარგოდ და ხარისხიანად მიღება შეძლონ.

„სახელმწიფო აგრძელებეს აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლის ღონისძიებებს. აუცილებელია მეთხილე ფერმერებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა წელს მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მივიღოთ“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტო „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს. აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა