სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან - მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, ლონდა თოლორაიამ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მაიკე ვან კოლდამმა ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ნიდერლანდების გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

„მაიკე ვან კოლდამის განსაკუთრებული ინტერესი, ასევე გამოიწვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა. სამსახურის ახალი ფუნქციის შესახებ, ლონდა თოლორაიამ სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს. ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გაღრმავდება და სამსახურს მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემა. საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერისათვის სრული მზადყოფნა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს