ირანში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ირანის ქალაქ ბეჰბაჰანში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აქციაზე, სადაც ქვეყნის გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ, დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებსაც სკანდირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუზესტანის პროვინციაში, სადაც ქალაქი ბეჰბაჰანი მდებარეობს, ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.

ანტისამთავრობო აქციები ირანში გასულ წელსაც იმართებოდა, სხვადასხვა მონაცემით, ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს