ალექსანდრე კობაიძე - გამოძიება ე.წ. ოქროს მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უფრთხილდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება ე.წ. ოქროს მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უფრთხილდება. სწორედ აღნიშნულით ხსნის კობაიძე იმ ფაქტს, რომ საქმის ახალ ტომში გურამ ამირხანაშვილის სავარაუდოდ, მეხუთედ გამოკითხვის ოქმი არ დევს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, საგამოძიებო უწყებამ ამირხანაშვილთან საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ დააზუსტა.

„მოგეხსენებათ, გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვაზე მეხუთედ დაიბარეს. მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები იყო დასაზუსტებელი, რაც გამოძიებამ არ დააზუსტა. სავარაუდოდ, გამოძიება, ამირხანაშვილს უფრთხილდება, ცივ ნიავს არ აკარებს და არ უნდა, რამე დისკომფორტი განიცადოს, რადგან ერთადერთი „ოქროს მოწმე“ ჰყავთ. გამოძიება ფაქტია, რომ ამირხანაშვილის იმედზეა, ეს მოწმე რომ არ ჰყავდეთ, ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ, ვერ ექნებათ.

მთელი რიგი უზუსტობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, ის გამოვკითხოთ, დროები დავაზუსტოთ, რამ განაპირობა ჩვენებების შეცვლა და ა.შ.“, - აცხადებს კობაიძე.

ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარია. ის არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თბილისიდან ჩასულმა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილმა თბილისში ჩამოიყვანა. მანქანაში მჯდომ პირებს საგამოძიებო უწყება ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასაც ედავება.

უფლებადამცველების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ის არასანდო მოწმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა