კახა კალაძე - ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი დავიწყეთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

კალაძის თქმით, იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდა წახალისდეს, დედაქალაქში ელექტროდამტენები დამონტაჟდა, რომლითაც მომხმარებლებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა.

„ელექტრო და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისების მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ ქალაქის ქუჩებში ელექტროდამტენების მონტაჟი, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ვაძლევთ შესაძლებლობას ელექტრომობილების მეპატრონეებს, რომ ისარგებლონ ამ ელექტროდამტენებით. იცით, რომ საბაჟო გადასახადისაგან მთლიანად განთავისუფლებულია ელექტრომობილები, პარკირება მათთვის უფასოა ქალაქში და ვფიქრობ, ეს კონკრეტული ღონისძიებები წაახალისებს ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა