ლევან კობერიძე - გადაწყვეტილება „ღმერთი სამობით არის“ პრინციპით უნდა მივიღოთ?

გადაწყვეტილება „ღმერთი სამობით არის“ პრინციპით უნდა მივიღოთ? - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს განიხილავენ.

ლევან კობერიძის თქმით, ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების სიხშირე 1-დან სამამდე.

„უხერხულია ასეთი არგუმენტით საუბარი. კეთილი ინებეთ, მოგვიყევით რამდენი საჩივარი იყო რომელ დაწესებულებაში შეიქმნა იგივე ტიპის პრობლემა შესვლის შემდეგ. „ღმერთი სამობით არის“-ით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება? მაშინ ეს პარლამენტი რად გინდათ საერთოდ ხალხო“,- განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების სიხშირეც. კერძოდ, თუკი კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია ასეთ შემოწმებას წელიწადში ერთხელ გულისხმობს, კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, შერჩევითი კონტროლით, განხორციელდება საჭიროებისამებრ, წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს