სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 001-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 620-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 22 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 692 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს