კახა კალაძე - ტროტუარები მოწესრიგდება, მძღოლებმა ქვეითებს ხელი არ უნდა შეუშალონ

თბილსის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქში არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად „ევრო ექვსი“ ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

როგორც კახა კალაძემ „მდგრადი მობილობა თბილისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს განახლებული ავტობუსების პარკი, ამიტომ „ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, უკვე დაწყებულია ავტობუსების პარკის განახლების პროცესი“.

კალაძის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანპორტის განახლებით, თუმცა მხოლოდ ეს კომპონენტი ვერ მოაგვარებს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამისთვის მთელი რიგი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ეს არის სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა, სამშენებლო მიმართულებით რეგულაციების დაწესება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ჰაერის დაბინძურებით არსებული ვითარება. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებათა ახალი იერარქიის ჩამოყალიბება და გადაადგილებისათვის მდგრადი საშუალებების პრიორიტეტის მინიჭება. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ხორციელდება დედაქალაქში, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები, რომელიც მოდის ჩვენი უცხოელი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა ტროტუარების გაფართოებასა და მოწესრიგებაზე. მისივე განმარტებით, ტროტუარები მოწესრიგდება და ავტომობილებისთვის კონკრეტული გზები იქნება განკუთვნილი, სადაც მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ იმოძრაონ ისე, რომ ქვეითებს ხელი არ შეუშალონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა