გენადი არველაძე - მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო

მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო. პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომლებმაც განიცადეს რედიზაინი და ისინი უფრო მეტად არის მორგებული ბიზნესის დღევანდელ საჭიროებებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით 3,5 მლრდ ლარი გამოყო. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კრიზისის შედეგად განვითარებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ორიენტირებული გახდა „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამები.

„ფაქტობრივად გაორმაგდა სესხის სუბსიდირების პროგრამის მიერ მოცვადი საქმიანობების ჩამონათვალი, გაიზარდა თანადაფინანსირების ოდენობა და ვადა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა განთავსების ობიექტებისათვის. რაც შეეხება საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმს, მისი ბიუჯეტი 330 მლნ ლარი შეადგენს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში საბანკო სექტორის გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სქემაში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პოსტკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, მშენებლობის სექტორის, სოფლის მეურნეობას და სხვა“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გამართულ დიალოგში ბიზნესთან “ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები” ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა