აჭარაში განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯს „ბლექსი“ ეწვია და ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან, რომლებიც კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ, შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემის გამართვის პროცესში მაღალია რეგიონის მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობა. კოლეჯმა „ბლექსი“ ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის მიმართულებით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ერთი წლის თავზე, შესძლო რეგიონის ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობით მომზადება-გადამზადების 19 პროგრამის განხორციელება, რომელიც 170-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის სფეროს ისეთი მსხვილი კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორიცაა ჰილტონ ბათუმი, სამშენებლო კომპანია „ანაგი“, ღვინის რესტორანი-მარანი, შპს ელსტარი და შპს „ფაქსტ თრექ თექსტილი“, ყურადღება დაეთმო ერთწლიანი თანამშრომლობის შეჯამებას, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემა მზადაა, ინტენსიური მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორთან, როგორც მომზადება-გადამზადების პროგრამების, ისე პარტნიორობის სხვა შესაძლებლობების გაღრმავების მიმართულებით.

იქიდან გამომდინარე, რომ თამარ ქიტიაშვილის რეგიონში სტუმრობა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდს დაემთხვა, მან თავად გაუწია მეგზურობა „ღია კარის დღეების“ ფარგლებში კოლეჯში მოსულ აპლიკანტებს და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც პროფესიული განათლების სისტემა და კოლეჯი „ბლექსი“ სთავაზობს მათ სადიპლომო მოდულური, დუალური თუ, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სახით.

საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესთან დიალოგი გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო