კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 3 კი კარანტინიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი კარანტინიდანაა, ოთხივე იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე განმარტებით, ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომელიც კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების 1010 შემთხვევას შორის ის სამხედრო მოსამსახურეები არ ითვლებიან, რომლებსაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინდათ და ამჟამად საქართველოში იმყოფებიან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს გადის.

„იცით, რომ ის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, მასთან დაავადება არ პროგრესირებს და მდგომარეობა სტაბილურია“,- განმარტა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 3 კი კარანტინიდანაა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო