სალომე ზურაბიშვილი - კოვიდმა შეამოწმა საქართველო გარკვეული თვალსაზრისით და ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი გაიარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის კოვიდის კრიზისი, რთული პერიოდი და გამოცდილება აღმოჩნდა, მაგრამ მან შეამოწმა ქვეყანა გარკვეული თვალსაზრისით.

როგორც ზურაბიშვილმა ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ გაიარა დემოკრატიის ტესტი.

„დროულია, რომ პაუზა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა ხდებოდა კოვიდის კრიზისის ჩარჩოებში მთელ მსოფლიოში. რამდენად ვიმყოფებით პოსტ კოვიდის სამყაროში? თუ უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან, როგორც ზოგიერთი ამბობს? დღეს შეუძლებელია ამის თქმა. დღეს ნათელია, რომ ჩვენ შუალედურ ეტაპზე ვიმყოფებით. სწორი დრო არის მივიღოთ გაკვეთილი და ველოდოთ იმას თუ რა იქნება მომავალში. კოვიდის კრიზისი საქართველოსთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, რთული პერიოდი და გამოცდილება აღმოჩნდა, მაგრამ მან ასევე შეგვამოწმა ჩვენ რაღაც თვალსაზრისით. გეტყვით, რომ ჩვენ გავიარეთ ტესტი, ამან გამოსცადა ჩვენი ნდობა დემოკრატიის მიმართ. მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური მთავრობა, პასუხისმგებლიანი საზოგადოება - ეს არის სამკუთხედი, რომლის შედეგადაც მივაღწიეთ წარმატებას. საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა მთავრობის გადაწყვეტილებების ნდობა, ეს პროცესი არ იმუშავებდა, ამიტომ მივიღეთ შედეგი, რომელზეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ასევე დავტესტეთ დემოკრატია და მოვახერხეთ პრორპორციული ზომების მიღება და განხორციელება. გამოვიყენეთ სრული კარანტინი, რათა შეგვეზღუდა ეპიდემიის გავრცელება. საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა შესაბამის დროს, საბოლოოდ კი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში პოზიტიური შედეგით მოვექეცით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი არის საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ნდობა.

“უკვე წლებია საზოგადოების მედეგობის ტესტირება მიმდინარეობდა უარესი სიტუაციების მხრივ. ჩვენ ვაფასებთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირიდან და ფინანსური ორგანიზაციებიდან მივიღეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანაში შეიყვანა. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი ნებისმიერი კამპანიის თვალსაზრისით, იქნება ეს საგარეო ან შიდა მიმართულება, რომელიც იქნება დისკრედიტაციისკენ მიმართული. ეს იქნება საერთო ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო