პრეზიდენტი - პირადად ვარ შეშფოთებული, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა, ნამდვილად არ აისახება სტაბილურობაზე

პირადად ვარ შეშფოთებული, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა, ნამდვილად არ აისახება სტაბილურობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები და საფრთხეები.

„პირდაპირი შეტევა ლუგარის ლაბორატორაზე, რომელიც არის ეპიდემიასთან გამკლავების პირდაპირი ამოსავალი წერტილი. კოვიდის მიუხედავად, ადმინისტრაციულ საზღვართან განახლებულია დაძაბულობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მძევლების აყვანის ახალი შემთხვეებია. „ბორდერიზაცია“ გრძელდება. ნაწილობრივ გაიხსნა გადასასვლელი პუნქტები, ამან მოიტანა მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები მოქალაქეებისთვის. პირადად ვარ შეშფოთებული, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა ნამდვილად არ აისახება სტაბილურობაზე. მე პირად პასუხისმგებლობას ვაცხადებ, რომ მაქსიმალურად ვეცდები და ვიქნებ ამ ბრძოლის წინა ხაზზე. მოგიწოდებთ, რომ იყოთ ყურადღებიანები ნებისმიერ ასეთ მცდელობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდობლობას და გაუგებრობას იწვევს საქართველოსა და პარტნიორებს შორის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს