პრეზიდენტი - კოვიდის კრიზისის მიერ პოლიტიკური პროცესი არ შეფერხებულა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამან საარჩევნო კალენდარზე ზეგავლენა არ მოახდინოს

საქართველოში კოვიდის კრიზისის მიერ პოლიტიკური პროცესი არ იყო შეფერხებული. ჩვენ ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ მან ხელი არ შეგვიშალოს ან არ მოახდინოს ზეგავლენა მომავალ საარჩევნო კალენდარზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ COVID19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცდილება ძალიან წარმატებით დააგროვა. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის მიუხედავად, ქვეყანამ მოახერხა, რომ წინ ევლო, რაც პოლიტიკური წარმატების ისტორიას გულისხმობს. პრეზიდენტის თქმით, დაძაბული და რთული დასაწყის მიუხედავად, პოზიტიურ დასასრულამდე მივიდა კონსტიტუციური შესწორებები, რომელიც ყველას მიერ დანახული იყო დემოკრატიული არჩევნების წინაპირობად.

„ამ პროცესის ამგვარი დასრულება გახლავთ საერთაშორისო საზოგადოებისა და ფასილიტატორების დამსახურება, რომლებმაც მოახდინეს კონსენსუსის მიღწევა. ასევე მინდა აღვნიშნო პრეზიდენტის როლი. ჩემი ერთ-ერთი მიზანია სტაბილურობა, რაც საარჩევნო პერიოდში ძირითადი როლის მოთამაშე იქნება.

ახალი ბალანსი, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზირით იქნა ნაპოვნი, გულისხმობს ოდირის რეკომენდაციების უმრავლეობის მიღებას, ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, როგორიცაა ბარიერების შემცირება და კვოტა ქალებისთვის. საქართველოში კოვიდის კრიზისის მიერ პოლიტიკური პროცესი არ იყო შეფერხებული. ჩვენ ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ მან ხელი არ შეგვიშალოს ან არ მოახდინოს ზეგავლენა მომავალ საარჩევნო კალენდარზე.

მე, პირადად მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ამომრჩეველი პირადად იქნება ინფორმირებული ხმის მიცემისა და უსაფრთხოების პირობებზე. ასევე იმაზე, რომ დაცული იყოს საარჩევნო უბანზე მისვლის დროს. ვიცი, რომ პარლამენტი ჯანდაცვის სექტორთან ერთად უკვე მუშაობს პირობებზე, რომელიც საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით გამოიყენება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პანდემიასთან მიმართებით არსებული წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ რომ ყველაფერი კარგად არის და შემდეგი თვეები მარტივი იქნება. მისვე თქმით, არჩევნებამდე არის გამოწვევები.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან