სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყალბი ახალი ამბების გავრცელება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყალბი ახალი ამბების გავრცელება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც მან პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, საქართველომ პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა გააძლიეროს.

„ფეიკნიუსს“ გამრუდებულ ახალ ამბებს ვეძახი. ერთადეთი ამოცანა აქვთ, რათა უნდობლობა გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში, ძირითადი პარტნიორების მხრიდან მოქმედებებზე. ეს დღეს იქნება ერთ-ერთი გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარდა ყალბი და გამრუდებული ახალი ამბებისა, ასევე არის რეალური ახალი ამბებიც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ ეკონომიკის აღდგენის ახალი გზები უნდა ეძებოს, რომელიც ასევე ტურიზმზეცაა დამოკიდებული.

„ვფიქრობთ, ჩვენ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით ვმოძრაობთ. საქართველო უფრო ძლიერი იქნება იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა მოგვიწევს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაძლიეროს პარტნიორობა არა მხოლოდ აშშ-სთან, ასევე ევროკავშირსა და ნატო-სთან.

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობისთვის ხილვადია. უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, ყველა კარზე დავაკაკუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასევე, ჩვენს გზაზე უნდა ვმოძრაობდეთ ნატო-ს მიმართულებით. თუ პანდემიამ ნატო-ს სხვადასხვა აქტივობები შეაფერხა, ასევე ევროპის დამცველი წვრთნები, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წლებში უფრო მეტ წვრთნასა და აქტივობას ვნახავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო