გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ქ. ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ფოთის საქალაქო სასამართლომ ზ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა