თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელი - ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები აზერბაიჯანის განკარგულებაშია

თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელის ისმაილ დემირის განცხადებით, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები აზერბაიჯანის განკარგულებაშია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისმაილ დემირი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები აზერბაიჯანის განკარგულებაშია,“- აღნიშნულია თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელის პოსტში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ისმაილ დემირი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ კერემ მუსტაფაევს და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, რომლებიც თურქეთში ვიზიტით იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა