„ბილაინი“ - ჩვენს მომხმარებელს უფასოდ, მარტივი კოდის გამოყენებით შეუძლია მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია კომუნალური მომსახურებების სტატუსის შესახებ

„ბილაინის“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია, რომ შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი, მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი, შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო, დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი, ოპერატიულად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის ჩვენება, სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი, შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. *303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას“, - აღნიშნულია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს