სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური აცხადებს, რომ უწყება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას.

მისი განცხადებით, შეფასდა არსებული გეგმის სტრატეგიული მიმართულებები და სახეზეა ხელშესახები პროგრესი, თუმცა ამასთან კვლავ მრავალი გამოწვევაა, რომელთა დასაძლევად კონკრეტული ამოცანები ახალ სტრატეგიაში გაიწერება.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმდინარე სახელმწიფო სტრატეგიას ვადა წელს ეწურება და ჩვენ ახალ სტრატეგიაზე ვიწყებთ მუშაობას. მთელი პროცესი ინკლუზიური, კამპანიური ჩართულობის იქნება. მეტად ამბიციური გეგმები ვაქვს და გვინდა, რომ ხელშესახებ შედეგებზე გავიდეთ და ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ამ სტრატეგიას შევაფასებთ ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც მიზნად დავისახეთ რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული იყო“,-აღნიშნა ლია გიგაურმა.

მისივე განცხადებით, ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა