დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული რძის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქართული რძის ფედერაციის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან.

მემორანდუმის მიზანი, რძის სექტორში ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მხარდაჭერის მიმართულებით ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა