ჯივიპი ზედა ზონების წყალმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით სასმელი წყლის მოხმარებამ წავკისში, ტაბახმელაში, შინდისში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიასა და წყნეთში მაქსიმუმს მიაღწია, რამაც გაართულა არსებული ინფრასტრუქტურით სასმელი წყლის სტაბილური მიწოდება,- ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ დიდი ხნის განმავლობაში არამიზნობრივად მოშვებული ონკანის და სასმელი წყლის ჭარბი მოხმარების გამო წყალსადენის ქსელზე იზრდება ავარიების რიცხვი, რაც იწვევს შეფერხებებს წყალმომარაგებაში.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როდესაც სასმელ წყალს გარდა სასმელი დანიშნულებისა დიდი ხნის განმავლობაში უკონტროლოდ ვიყენებთ სარწყავად ან სხვა მიზნობრიობით.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ამ ეტაპისთვის არსებული ინფრასტრუქტურით მაქსიმალურად უზრუნველყოს მოსახლეობა სასმელი წყლით. ასევე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ დაიწყო წყალმომარაგების ალტერნატიულ პროექტზე მუშაობა.

ამავდროულად კომპანია თხოვნით მიმართავს წავკისის, ტაბახმელას, შინდისის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წყნეთის მოსახლეობას თავი შეიკავონ წყლის არამიზნობრივი, უკონტროლო მოხმარებისგან და გაუფრთხილდნენ სასმელ წყალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს