მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე დღეს 6-საათნახევრიანი ვიდეომასალა გამოიკვლიეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე დღეს 6 საათნახევრიანი ვიდეომასალა გამოიკვლიეს.

როგორც საქმის პროკურორი ლევან ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული ვიდეომასალა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძის ყოფნის სრულ პერიოდს ასახავს.

"დღეს მოხდა პოლიციის განყოფილებიდან ამოღებული კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. ვიდეომასალაში აღწერილია სრული პროცესი. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანი ლუკა სირაძე დაახლოებით 6 საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ჩვენების მიცემის იძულება. ვიდეოჩანაწერი რამდენიმე რაკურსით გადაღებულია, რომელსაც ხმა არ აქვს, ეს არის მხოლოდ გამოსახულება. ის სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი", - აცხადებს ქუთათელაძე.

ადვოკატ არჩილ შაბაშვილის განმარტებით კი, აღნიშნულ ვიდეომასალაში პოლიციის შენობაში მყოფი პირების გადაადგილება ჩანს მხოლოდ.

"გამოკვლეული იქნა 3 ფაილი, 3 რაკურსით იქნა ვიდეომასალა წარმოდგენილი, თუ რა ხდებოდა იმ საღამოს განყოფიელბაში. ვიდეომასალაში მხოლოდ იმ პირთა გადაადგილება ჩანს, რომლებიც განყოფილებაში იმყოფებოდნენ. როცა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, ჟესტიკულაციით ფიზიკურად ვერ მოხდება იმის დადასტურება, ვინ ვისზე ახორციელებს ზეწოლას", - აცხადებს შაბაშვილი.

შემდეგი სასამართლო პროცესი 17 აგვისტოს, 11:00 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო